აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაემგზავრა

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაემგზავრა. მიხეილ ყაველაშვილი ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვა.

გლობალური დიალოგის მიზანს წარმოადგენს გაეროს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვედება.

მიხეილ ყაველაშვილსა და პირველ ლედის ოფიციალურად დახვდებიან გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, გაეროს გენერალური მდივანი და გაეროს სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

იტვირთბა....