უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსული რაკეტა კიევის პოდილისკის რაიონში მდებარე ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დედაქალაქზე თავდასხმას ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. მისივე თქმით, პოდილისკის რაიონის გარდა ნამსხვრევები სხვა ლოკაციებზეც, მათ შორის ავტოფარეხების კოოპერატივის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა.
გოლოსეევსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა ხუთსართულიან შენობაში, არასაცხოვრებელ ზონაში, საწყობსა და ღია ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პოდილსკის რაიონში საცხოვრებელ სახლებში ხანძარი ერთდროულად ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა, ხოლო დარნიცკის რაიონში ნგრევა და ხანძარი დაფიქსირდა – მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე დაზიანდა.

