აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს, ნატო-ს ყოველწლიურ სამიტზე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდება, – ინფორმაციას The Hill-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ანკარაში ორდღიან სამიტზე დასასწრებად ორშაბათს საღამოს გაემგზავრება.

დონალდ ტრამპი უკრაინისა და სირიის პრეზიდენტებთან ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, ვაშინგტონში გამგზავრებამდე, პრესკონფერენციას გამართავს.

იტვირთბა....