აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, დაიღუპა 7 ადამიანი და დაშავდა 24

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს, განცხადებით, პოდილსკის რაიონში რუსულმა რაკეტამ ცხრასართულიან საცხოვრებელ შენობას დაარტყა და ნაწილობრივ გაანადგურა.

„პოდილსკის რაიონში საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ განადგურდა. მე-7 და მე-9 სართულებს შორის ხალხია ჩარჩენილი“, – აღნიშნა კლიჩკომ.

მისი თქმით, ჩამოგდებული რაკეტის ნამსხვრევები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩამოვარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 7 ადამიანი და დაშავდა 24, მათ შორის ორი ბავშვი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყანაზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადება.

იტვირთბა....