ვენესუელაში ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 2 595-მდე გაიზარდა, დაშავებულია 12 000-ზე მეტი ადამიანი – ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 40 000-მდე ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.
ცნობილია, რომ ორი დამანგრეველი მიწისძვრის გამო უსახლკაროდ დარჩა 12 841 ადამიანი. ძლიერი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ვენესუელაში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

