აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, დაშავებულია 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და 7 ადაიანი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხანძარი უკვე ჩამქრალია, მაგრამ ვაგრძელებთ სამაშველო ოპერაციას – ზიანია დიდია: გაზი და წყალი გათიშულია“, – აღნიშნა ვილკულმა.

მისი თქმით, დაშავებულები საავადმყოფიებში არიან გადაყვანილები და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

იტვირთბა....