ირაკლი კობახიძესა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დღეს გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება.
ცნობისთვის, შავკატ მირზიოევი საქართველოს ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით გუშინ ეწვია. ირაკლი კობახიძემ გუშინ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს. მანამდე უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართა მიხეილ ყაველაშვილთანაც. მიხეილ ყაველაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი გადასცა, რომლითაც უცხოეთის ის მოქალაქეები ჯილდოვდებიან, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ.

