აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ველით, რომ ირლანდიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში რუსეთზე ზეწოლა გაფართოვდება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას იწყებს. ვულოცავთ ირლანდიას და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ექვსთვიანი პერიოდიდან არც ერთი თვე არ დაიკარგება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა, ივლისში, დიდი შანსია, რომ მოლაპარაკების დარჩენილი ხუთი კლასტერი გაიხსნას. ამისთვის არსებითი დაბრკოლებები არ არსებობს. ჩვენ ასევე ველით, რომ რუსეთზე ზეწოლა გაფართოვდება“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის შორი და საშუალო მანძილის დარტყმებით რუსეთი განსაკუთრებით დაუცველი გახდა.

„ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, როდესაც ჩვენი შორი და საშუალო მანძილის „სანქციების“ წყალობით, რუსეთი განსაკუთრებით დაუცველი გახდა. ამ წარმატებების მხარდაჭერა ევროპისა და ჩვენი სხვა პარტნიორების გადამწყვეტი ნაბიჯებით უნდა მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი იყოს მაქსიმალურად ეფექტური ყველა პროგრამაში, რომელიც ევროპას აძლიერებს, განსაკუთრებით ჩვენს ერთობლივ თავდაცვის თანამშრომლობაში. უკრაინა მზადაა აქტიური მუშაობისთვის, რადგან ჩვენი კოლექტიური ძალა და ერთიანობა ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველია“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ირლანდია ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უხელმძღვანელებს. ირლანდიის თავმჯდომარეობის პროგრამაში აღნიშნულია, რომ უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა გაგრძელდება.

იტვირთბა....