აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება

ჩვენს გუნდთან ერთად ბერლინში ჩამოვედით. წინ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გველის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეხვედრაში უკრაინის 40-ზე მეტი პარტნიორი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტის გუნდი.

“უკრაინის პრიორიტეტებია: საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ენერგეტიკული და ფინანსური მხარდაჭერა, დიპლომატიური მიმართულება, ასევე – ომის დასრულებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისკენ გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპა სრულფასოვნად ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში და ეს შეხვედრები შედეგიანი იყოს”, – აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან. ასევე გაიმართება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ამერიკული მხარე და ევროპული ქვეყნების მთავრობების მრჩევლები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

იტვირთბა....