აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში ავიაკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ქალაქ ტომბლენთან მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას, 11 ადამიანი ემსხვერპლა. ავიალაინერი, რომელიც პარაშუტისტთა სკოლას ეკუთვნოდა, ნენსი-ესეს აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

დაღუპულთა შორის არიან პილოტი, 5 სტუდენტი და 5 ინსტრუქტორი.

თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს შემთხვევით ასცდა – მომხდარ ტრაგედიას თვითმხილველებთან ერთად, პარაშუტისტების ოჯახის წევრებიც ადევნებდნენ თვალს.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.  

იტვირთბა....