აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურა

ისრაელელმა სამხედროებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფელში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, აშშ ინფორმირებული იყო თავდასხმის შესახებ, რომლის სამიზნეც ქალაქ მაჯდალ ზუნში 200 მეტრის სიგრძის გვირაბი იყო.

ისრაელის ინფორმაციით, გვირაბში ასობით იარაღი და გამშვები მოწყობილობა იყო განთავსებული.

„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმები წარმოადგენს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ყველა ასეთ ქმედებას და იტოვებენ უფლებას, „დაიცვან თავიანთი სამშობლო და ხალხი“.

იტვირთბა....