აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინის დარტყმებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიყენებული ზარალი “კრიტიკული არ არის”

პუტინი ირწმუნება, რომ უკრაინის დარტყმებით რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიყენებული ზარალი “კრიტიკული არ არის”, თუმცა, ამავდროულად აცხადებს, რომ ამ ობიექტების დასაცავად აუცილებელია საჰაერო თავდაცვის საშუალებების წარმოების გაზრდა.

“რაც შეეხება დარტყმებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე… რა თქმა უნდა, ეს დარტყმები ობიექტებზე ქმნის პრობლემებს, ეს აშკარაა. ჩვენ ახლა ვამჩნევთ საწვავის გარკვეულ დეფიციტს, მაგრამ ის არ არის კრიტიკული… აქ არის რამდენიმე ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ. პირველი ამოცანაა ყველაზე მოთხოვნადი საჰაერო თავდაცვის იარაღის წარმოების სწრაფი გაზრდა.” – თქვა მან რუსული ნავთობკომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე. პუტინი ირწმუნება, რომ „ყველა დაზიანებული ობიექტი საკმაოდ სწრაფად აღდგება და წარმოქმნილი პრობლემები კრიტიკული ხასიათის არ არის“.

პუტინის განცხადებითვე, “ყირიმის საწვავის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება. ჩვენ გავზრდით მარაგებს როგორც ხმელეთით, ასევე ზღვით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამოცანა მოგვარდება”.

იტვირთბა....