რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინული დრონები ოკუპირებულ აფხაზეთშიც ჩამოაგდო – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ დრონები განადგურდა ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის, ტულას ოლქებში, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ყირიმში, აფხაზეთსა და შავი ზღვის თავზე.
თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ გასულ ღამეს რუსეთის რეგიონებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯამში 323 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

