აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანული მედიის ცნობით, ქვეყნის სამხრეთით აშშ-ის დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ირანში აშშ-ის დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მაუწყებელი IRIB-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ჰორმოზგანის პროვინციაში მოხდა.

ცნობითვის, გასულ ღამეს აშშ-მა ირანზე თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა. პარალელურად, ირანში აცხადებენ, რომ ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ირანის არმიის განცხადებით, იერიშები მიმართული იყო საკომუნიკაციო სისტემების, საწვავის ავზებისა და საბრძოლო მასალის საწყობისკენ, რაც, მათივე თქმით, „აშშ-ის განმეორებადი აგრესიის“ საპასუხოდ განხორციელდა.

იტვირთბა....