აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელი აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონას შეინარჩუნებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ გადამწყვეტად მოქმედებას ჩვენი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ საფრთხეების ნეიტრალიზაციის, ტერორისტული ინფრასტრუქტურის მოშლისა და სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონის შენარჩუნების მიზნით, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამიმ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცისა და გენერალური შტაბის უფროსის ეიალ ზამირის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსსა და ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს შორის დისკუსია გაიმართა.

„პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ნათლად განაცხადეს, რომ ისრაელის მოქალაქეებისა და ისრაელის თავდაცვის ძალების უსაფრთხოება მათი წამყვანი უკომპრომისო პრინციპი იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....