აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა” – BBC

უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ „ტისამ“ პარლამენტში არსებული ორი მესამედის უმრავლესობის გამოყენებით კონსტიტუციის მე-17 შესწორება მიიღო. ცვლილების თანახმად, ტამაშ შუიოკისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პეტერ პოლტის, უფლებამოსილების ვადა შეწყდება.

არსებული პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს, რათა მიღებულ ცვლილებას ხელი მოაწეროს ან საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ თუ ტამაშ შუიოკი სასამართლოს მიმართავს, მისი ხელისუფლება პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი თანამდებობიდან გადაყენების პროცესს გამოიწვევს.

როგორც BBC წერს, პრეზიდენტისთვის კიდევ ერთი შესაძლო გამოსავალი ნებაყოფლობით გადადგომაა, რათა, ხელისუფლების შეფასებით, თავიდან იქნას აცილებული ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისი.

იტვირთბა....