აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანი ჰორმუზის სრუტეში აშშ-სთან პირდაპირ სატელეფონო ცხელ ხაზს შექმნის” – მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი

ირანი დათანხმდა ჰორმუზის სრუტეში სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნას, რათა აშშ-სთან ან სხვა ქვეყნებთან ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან აცილება და მოგვარება მოხდეს, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და მოლაპარაკებებში მონაწილე ირანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა განაცხადა.

„ირანმა და აშშ-მა მიაღწიეს შეთანხმებას კოორდინაციის მექანიზმების – სატელეფონო ცხელი ხაზის და ცენტრის შექმნის შესახებ, რათა რაიმე გაურკვევლობის ან პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გემებს შეეძლოთ ამ ცენტრთან დაკავშირება“, – განაცხადა ღალიბაფმა შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებებიდან დაბრუნებისას.

მისი თქმით, ამიერიდან სრუტე ირანის შეთანხმებებით იქნება მართვაში და აღარასოდეს დაბრუნდება ომის წინანდელ მდგომარეობას.

ღალიბაფის მტკიცებით, ირანი ზუსტად შეასრულებს საერთაშორისო კანონებს და სწრაფად იმოქმედებს ნებისმიერი პრობლემის ან გაუგებრობის მოსაგვარებლად.

„ბუნებრივია, ისევე როგორც პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ლიბანში ან სხვაგან, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ჰორმუზის სრუტეშიც. როგორც ხედავთ, ზოგიერთ ღამეს შეტაკებებიც კი მოხდა“, – განაცხადა ღალიბაფმა და დასძინა, რომ ცხელი ხაზი ხელს შეუწყობს „უსაფრთხოებისა და მოძრაობის ნაკადის უმაღლეს დონეზე“ უზრუნველყოფას“.

ცხელი ხაზის დანიშნულების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ღალიბაფმა განმარტა: „თუ ამერიკელებს რაიმე წინააღმდეგობა ექნებათ, ან თუ რომელიმე გემს რაიმე მარშრუტთან დაკავშირებით გარკვევა დასჭირდება. მათ შეუძლიათ დაკავშირება“.

ღალიბაფმა ასევე განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების დროს საბოლოოდ შეთანხმდა ირანისთვის მისი გაყინული თანხებიდან 12 მილიარდ დოლარზე წვდომა და ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებული დეტალები.

იტვირთბა....