ჩვენ ისრაელთან ერთად ძალიან კარგად ვიბრძოდით და შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ძალიან ძლიერი ძალა ვიყავით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს – ის მეომარია, სწორედ ასე უნდა იყოს აღიარებული. მას სათანადო დაფასება ეკუთვნის. ზოგადად, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მათთან ყველასთან, ისრაელთან ერთად ნამდვილად ძალიან მტკიცედ ვიბრძოდით“, – აღნიშნა ტრამპმა.

