მოსკოვზე დღევანდელი თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო. უკრაინამ რუსეთს 500-ზე მეტი დრონით შეუტია – წერს კრემლის პროპაგანდისტული მედია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინულმა დრონებით თავდასხმა განხორციელდა რუსეთის 17 სხვადასხვა რეგიონზე, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და აზოვის ზღვის აკვატორიაზე. უწყების განცხადებითვე, ჩამოაგდეს 555 უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 180 მხოლოდ მოსკოვში.
მიუხედავად განცხადებისა, რომ „ყველა დრონი ჩამოაგდეს“, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გადაღებული კადრები და უკრაინული მხარე ადასტურებენ, რომ რამდენიმე დრონმა მიზანს მიაღწია. თავდასხმების გამო დაიხურა მოსკოვის აეროპორტებიც. მოსკოვის ოლქში დაიბომბა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. დრონებით იერიში განხორციელდა როსტოვისა და ბელგოროდის რეგიონებზეც. შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას გუკოვოში, ხოლო სამხედრო ბაზას შებეკინოს მახლობლად.

