აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გერმანია ჰორმუზის სრუტეში ორ გემს აგზავნის, რომლებიც ნაღმების გაწმენდის შესაძლო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას

გერმანია ჰორმუზის სრუტეში შესაძლო სამხედრო მისიისთვის ორ გემს აგზავნის, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

ბორის პისტორიუსის განცხადებით, გემები ჰორმუზის სრუტეში ნაღმების გაწმენდის შესაძლო ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ წამს, ჩვენი გამნაღმველი გემი „ფულდა“ და მომარაგების გემი „მოსელი“ სუეცის არხის გავლით წითელი ზღვისკენ გადაადგილდებიან“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

პისტორიუსის თქმით, ოპერაციამდე ირანის და ომანის თანხმობა იქნება საჭირო და ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებაზეა დამოკიდებული.

იტვირთბა....