აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ომის დასრულების შესახებ აშშ-ირანის შეთანხმების ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ირანში დაბრუნების უფლება მიეცემათ.
„შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია ის, რომ [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო] და შეერთებული შტატები დაეხმარებიან ირანს მაღალგამდიდრებული მარაგის განადგურებაში და ეს არის ის, რაც ძალიან ნათლად არის გაწერილი“, – განაცხადა ვენსმა.
ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპმა შესაძლოა წინასწარი შეთანხმება პარასკევამდე გამოაქვეყნოს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ურთიერთგაგების მემორანდუმი დაახლოებით ერთნახევარი გვერდის მოცულობის ძალიან ზოგადი დოკუმენტია.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, აშშ-მა შეიძლება განაახლოს თავდასხმები ირანზე, თუ ის ბირთვულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს. ამასთან, დონალდ ტრამპმა დღეს დილით გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ „ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“.

