აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.
ამასთან, მისი თქმით, ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის შექმნას განიხილავს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ირანი დათანხმდა, რომ არასდროს ექნება ბირთვული იარაღი! ასევე, ამბავი, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს გადაუხდის, არის ყალბი ამბავი, რომელიც დუმოკრატებმა გაავრცელეს!!!“- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

