აშშ-ის საჰაერო ძალების B-52 ბომბდამშენის სამხრეთ კალიფორნიაში ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
მედიის ინფორმაციით, ბომბდამშენი სამხრეთ კალიფორნიაში, ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზიდან აფრენისთანავე ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შედეგად ჰაერში შავი კვამლის ღრუბელი ავარდა, რომელიც კილომეტრების მანძილზე ჩანდა.
თვითმფრინავს რუტინულ სატესტო მისია უნდა შეესრულებინა.
კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის და მხოლოდ საგამოძიებო ქმედებების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელსაც შეიძლება 30 დღემდე დასჭირდეს.

