აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით?! რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ” – ირანელი სამხედრო მაღალჩინოსანი აშშ-ს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კოსმოსური ძალების მეთაურის, სეიედ მაჯიდ მუსავის განცხადებით, ირანმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჯოჯოხეთად აქციოს, თუ ჰორმუზის სრუტე დაუცველი გახდება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თქვენ ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით?! რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ მთელი ირანიდან“, – განაცხადა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში რამდენიმე სამიზნეზე იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები იყო.

იტვირთბა....