აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პიტერ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროგრესისკენ გზას ხსნის” – მარტა კოსი

პრემიერ-მინისტრ მადიარის განცხადება უნგრეთსა და უკრაინას შორის უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესისკენ გზას ხსნის, – ამის შესახებ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს წევრ სახელმწიფოებს გააგრძელონ მუშაობა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე.

„უკრაინა და მოლდოვა უკვე ასრულებენ წევრი სახელმწიფოების მიერ დადგენილ მოთხოვნებს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. ახლა დროა, დააჩქარონ ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ეს არის საუკეთესო გზა უმცირესობების უფლებების პატივისცემის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს კოსი.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა გუშინ განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინასთან უნგრეთის ეროვნულ უმცირესობასთან დაკავშირებით „ყოვლისმომცველ შეთანხმებას“ მიაღწია.

იტვირთბა....