მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტას, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, არის კრიტიკული ნაბიჯი დაძაბულობის შესამცირებლად და წინსვლის გზის გასახსნელად.
„მდგრადი მშვიდობა ახლა ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს. ლიბანელი ხალხი კვლავაც ატარებს ამ კონფლიქტის უმძიმეს ტვირთს და საჭიროებს მუდმივ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ესტონეთი მზადაა დაეხმაროს ლიბანის მთავრობას ჰეზბოლას განიარაღებისა და სრული სუვერენიტეტის აღდგენის საქმეში“, – აცხადებს ცაჰკნა.
ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს დამოკიდებულია ჰეზბოლას მხრიდან ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და სამხრეთ ლიბანიდან ჰეზბოლას ყველა აქტივისტის გაყვანაზე.

