აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ არ ვართ კოალიციის ნაწილი, რომელიც მოითხოვს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას” – ბულგარეთის პრემიერი აცხადებს, რომ ბულგარეთი “მსურველთა კოალიციაში” მონაწილეობას აღარ მიიღებს

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის თქმით, მისი ქვეყანა „მსურველთა კოალიციაში“ მონაწილეობას აღარ მიიღებს.

როგორც პრემიერი განმარტავს, ბულგარეთი „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების 13 ივლისის შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიიწვია, თუმცა რადევის თქმით, „ბულგარეთის ადგილი „მსურველთა კოალიციაში“ არ არის“.

მისი განმარტებით, ბულგარეთი არ იქნება კოალიციის ნაწილი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას, ნაცვლად მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევისა.

„ჩვენ არ ვართ კოალიციის ნაწილი, რომელიც მოითხოვს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას. ჩვენ არ ვუწევთ ამ სახის დახმარებას, რადგან მიმაჩნია, რომ კონფლიქტის მოგვარების გზა გადის ძლიერ დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია ესკალაციის შეჩერებაზე და არა სამხედრო შესაძლებლობების გაგრძელებაზე“, – აცხადებს ბულგარეთის პრემიერი.

რუმენ რადევის განმარტებით, ბულგარეთი, ასევე, დისტანციას დაიკავებს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით კოალიციაში მონაწილეობაზე.

იტვირთბა....