აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ ინფორმაცია ძალიან მალე გახდება ცნობილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, მალე იქნება სიახლე კონგრესის მიერ უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის დამტკიცების შესახებ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ რუბიოს განცხადებით, „ძალიან მალე“ გახდება ცნობილი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომისთვის კონგრესის მიერ დამტკიცებული 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც პენტაგონის დონეზე აჭიანურებენ.

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონ ბეიკონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ პეტიციის განხილვის გაგრძელებას მისცა ხმა.

„წარმომადგენელთა პალატამ ახლახან 218 ხმით 204-ის წინააღმდეგ ხმა მისცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ პეტიციის განხილვის გაგრძელებას. წარმომადგენელთა პალატა ხვალ საბოლოო დოკუმენტს უყრის კენჭს. ეს ჩვენი ჩერჩილის მომენტია და გამოცდა უნდა ჩავაბაროთ“, – დაწერა კონგრესმენმა სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....