აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ რუმინეთთან გაერთიანებას მხარს უჭერს

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხაი პოპშოი აცხადებს, რომ რუმინეთთან გაერთიანებას მხარს უჭერს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ Vocea Basarabiei-ს განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ტაბუ აღარ უნდა იყოს და რუმინეთთან შესაძლო გაერთიანების თემა ღიად უნდა განიხილონ.

პოპშოიმ ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე შესაძლო რეფერენდუმის შემთხვევაში ის რუმინეთთან გაერთიანებას დაუჭერდა მხარს.

„მოლდოვის რესპუბლიკაში გაერთიანების იდეა არსებობდა და დღესაც არსებობს. ეს ბუნებრივია ჩვენი ისტორიული წარსულის გათვალისწინებით. ეს დისკუსია უსაფრთხოების იმ კონტექსტშიც, რომელშიც ვიმყოფებით და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფონზე, არის საკითხი, რომელიც მოქალაქეებიდანაც მოდის. რამდენად შესაძლებელია ეს უახლოეს მომავალში, ჯერ კიდევ გასარკვევია. ცხადია, ეს დებატები მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკური პროცესის ნაწილია და ეს დიალოგი უნდა არსებობდეს, რათა თემა აღარ იყოს ტაბუირებული“, – აღნიშნა პოპშოიმ.

იტვირთბა....