აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსული დრონის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტია თავდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

რუმინეთის სენატში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის გადადგომა მოითხოვა, მიზეზად კი რუსული დრონის მიერ გალატში 10-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე შეჯახება სახელდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული მედია ავრცელებს.

სოციალ-დემოკრატი სენატორები გამოქვეყნებულ განცხადებაში გმობენ გალატში მომხდარ ინციდენტს და აღნიშნავენ, რომ ეს არის მაგალითი, თუ რა ხდება, როდესაც უპასუხისმგებლობა სამოქალაქო უსაფრთხოებას სძლევს.

მათი შეფასებით, ეს სულაც არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა, და მიაჩნიათ, რომ პოლონეთმა და ესტონეთმა ამგვარ საფრთხეებთან გამკლავება გაცილებით უკეთ შეძლეს, ვიდრე რუმინეთმა.

„მოვითხოვთ რადუ მირუცეს დაუყოვნებლივ გადადგომას იმ თანამდებობიდან, საიდანაც ისედაც გაათავისუფლეს, რადგან ქვეყნის თავდაცვა და მოქალაქეების უსაფრთხოება არ არის სამოყვარულო  თამაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში რუსული დრონი 10-სართულიან კორპუსს შეეჯახა, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

იტვირთბა....