აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლგოგრადში ნავთობგადამამუშავებელ და სარაკეტო ქარხნებზე უკრაინული ​დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში უკრაინული დრონები ნავთობგადამამუშავებელ და სარაკეტო ქარხნებს თავს დაესხნენ.

თავდასხმის შემდეგ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილი-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა“ დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. ეს ვოლგოგრადის რეგიონში უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და „ლუკოილის“ ერთ-ერთი მთავარი აქტივია.

ქარხანა ყოველწლიურად 15 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს. ის სპეციალიზირებულია ნავთობის ღრმა გადამუშავებაზე, აწარმოებს ბენზინს, დიზელს და საავიაციო საწვავს, მაზუთს, ბიტუმს და სხვა ნავთობპროდუქტებს. ქარხანაზე ადრეც რამდენჯერმე განხორციელდა დრონებით თავდასხმა, ბოლოს კი ეს 2026 წლის თებერვალში მოხდა.

თავდასხმის სამიზნე იყო, აგრეთვე, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე გასაიდუმლოებული სარაკეტო საწარმო. ეს არის სრული ციკლის იარაღის მწარმოებელი, რომელიც მოიცავს ყველაფერს – დაწყებული დიზაინიდან, კვლევიდან და განვითარებიდან, დამთავრებული მასშტაბური წარმოებით.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედიაც, რომლის თანახმად, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ვოლგოგრადის რეგიონის ქალაქ ვოლჟსკიში ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, ასევე დაშავდა ვოლგოგრადში, ვერშინინას ქუჩაზე მდებარე სახლის მცხოვრები.

იტვირთბა....