აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის ტერიტორიაზე 208 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ” – რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის თავზე 208 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, ვლადიმირის, ვორონეჟის, ვოლგოგრადის, კურსკის, ორიოლის, როსტოვის, სარატოვის, ტვერისა და იაროსლავის ოლქებში, კრასნოდარის მხარესა და აზოვის ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

დრონები ჩამოაგდეს ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზეც.

იტვირთბა....