აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსული დრონები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს

უკრაინის საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ რუსული დრონები თურქულ სატვირთო გემს დაესხნენ თავს.

მათივე ცნობით, შეჯახებას ხანძარი მოჰყვა.

უკრაინის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც ოდესის პორტიდან თურქეთის მიმართულებით მიცურავდა, ტვირთით იყო სავსე. ეკიპაჟის ორი წევრი ევაკუირებულია.

„ღამით, მტერი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავს დაესხა ტვირთმზიდ გემ ANT-ს, რომელიც ვანუატუს (გემის მფლობელი თურქეთია) დროშის ქვეშ დაცურავდა და ოდესის ოლქის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა ტვირთით. დარტყმის შედეგად გემზე ხანძარი გაჩნდა“, – ნათქვამია უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში.

იტვირთბა....