აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თუ უახლოეს კვირებში მოვახერხებთ დავუბრუნდეთ სამმხრივ კომუნიკაციას და თუ მოვახერხებთ ევროპელების ჩართვას, ეს სწორი შედეგი იქნება” – ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულ მხარეს „კარგი კონტაქტები“ ჰქონდა შეერთებულ შტატებთან და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდება.

„ჩვენს გუნდს კარგი კონტაქტები ჰქონდა ამერიკულ მხარესთან – როგორც ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე დიპლომატიურ საკითხებზე რუსებთან დაკავშირებით. თუ უახლოეს კვირებში მოვახერხებთ დავუბრუნდეთ არსებით სამმხრივ კომუნიკაციას და თუ მოვახერხებთ ევროპელების ჩართვას, ეს სწორი შედეგი იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა მზადაა ასეთი შესაბამისი ნაბიჯებისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პარტნიორებიც მზად იქნებიან და რუსები არ დაიმალებიან“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....