აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მარკო რუბიომ კუბელ ხალხს ესპანურ ენაზე მიმართა – აშშ კუბას ახალ ურთიერთობას სთავაზობს

აშშ კუბას ახალ ურთიერთობას სთავაზობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.­

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კუბის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ესპანურ ენაზე ვიდეო გაავრცელა და კუბელ ხალხს მიმართა.

„ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გაქვთ ელექტროენერგია, საწვავი ან საკვები არის ის, რომ მათ, ვინც თქვენს ქვეყანას აკონტროლებს, მილიარდობით დოლარი მოიპარეს და ხალხის დასახმარებლად არაფერი გამოუყენებიათ“, – აცხადებს რუბიო.

მისი თქმით, კუბას სამხედრო-ბიზნეს კონგლომერატი GAESA აკონტროლებს.

„დღეს კუბას არანაირი „რევოლუცია“ არ აკონტროლებს. კუბას GAESA აკონტროლებს. პრეზიდენტი ტრამპი კუბას ახალ ურთიერთობას სთავაზობს. მაგრამ ეს პირდაპირ თქვენთან, კუბელ ხალხთან უნდა იყოს და არა GAESA-სთან“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, დღეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კუბის ყოფილ პრეზიდენტს, რაულ კასტროს ბრალდებას წაუყენებს. კერძოდ, დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბრალდების საფუძველი 1996 წელს რაულ კასტროს ბრძანებით, კუბის მიერ მაიამიში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის Brothers to the Rescue-ის ორი სამაშველო თვითმფრინავის ჩამოგდებაა.

იტვირთბა....