პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შვილი და The Trump Organization-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტი ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში „ტრამპთაუერ თბილისის“ ესკიზის ფოტოს ავრცელებს.
მოხარული ვარ, გაგიზიაროთ „ტრამპთაუერ თბილისის“ ოფიციალური ესკიზი, – წერს ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში.
„შესანიშნავი ლოკაციით, თბილისის გულში, ეს კოშკი მალე იქცევა ღირსშესანიშნაობად, როგორც საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა. ეს ჩვენი პირველი პროექტია ამ რეგიონში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ მას განვახორციელებთ!“ – წერს ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში.

