აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“სამართალდამცავთა გამართული მუშაობის დამსახურებით, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა თითოეულ თანამშრომელს” – ირაკლი კობახიძე

ოთხი წლის განმავლობაში კონსტიტუციური წყობილების შეცვლის მცდელობა იყო ხუთი, აქედან ოთხი იყო ძალადობრივი, პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ, მადლობა ეკუთვნით სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე.

„კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ყველა სამართალდამცველ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ყველა შესაბამის უწყებას და შესაბამის თანამშრომლებს, რომლებმაც 2022-2025 წლებში წარმატებით აღკვეთეს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ოთხი ძალადობრივი მცდელობა. შეგახსენებთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ასეთი მცდელობა იყო ხუთი აქედან, ოთხი იყო ძალადობრივი, პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველი ორგანოების გამართული მუშაობის დამსახურებაა ის, რომ ჩვენ ეს ოთხი ძალადობრივი მცდელობა წარმატებით აღვკვეთეთ და კიდევ ერთხელ მადლობა ეკუთვნით სამართალდამცველი უწყებების თითოეულ თანამშრომელს, მადლობა მათ და ყველას ვუსურვებ წარმატებებს. სახელმწიფო მომავალშიც მაქსიმალურად იზრუნებს სამართალდამცველი ორგანოების ღირსების დაცვაზე და თანამშრომლების პირობების მუდმივ გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....