აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1 365-ჯერ დაარღვია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინის არმიამ, დღის დასაწყისიდან, ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 1 365-ჯერ დაარღვია, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა შეთანხმების შეუსრულებლობას ანალოგიურად უპასუხეს.

„ამ პირობებში, შეიარაღებულმა ძალებმა სარკისებური პასუხი გასცეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს. მათ კონტრშეტევა განახორციელეს საცეცხლე პოზიციების წინააღმდეგ. მათ ასევე დაარტყეს სამეთაურო პუნქტებსა და უპილოტო საფრენი აპარატების გამშვებ ადგილებს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დრონებით თავდასხმის გამო, 13 აეროპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა.

ცნობისთვის, რუსული მხარის მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ გამარჯვების დღის აღსანიშნავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა და 10 მაისამდე გაგრძელდება. რუსული მხარის მტკიცებით, ამ დროის განმავლობაში მათი ჯარები არ დაარტყამენ უკრაინის შეიარაღებული ძალების განლაგების ადგილებს ან სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს უკრაინის ტერიტორიაზე.

იტვირთბა....