აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროკავშირი ვლადიმერ პუტინთან „პოტენციური“ მოლაპარაკებებისთვის ემზადება” – Financial Times

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან, – ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ევროპული დედაქალაქები იმედგაცრუებულები არიან უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებით, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროკავშირს პუტინთან მოლაპარაკებების პოტენციალი აქვს და რომ ბლოკი ამისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერით სარგებლობს.

„ვესაუბრები [ევროკავშირის] 27 ეროვნულ ლიდერს, რათა დავინახოთ საკუთარი თავის ორგანიზების საუკეთესო გზა და განვსაზღვროთ, თუ რა გვჭირდება ეფექტურად განსახილველად რუსეთთან, როდესაც ამის გაკეთების შესაფერისი მომენტი დადგება“, – განაცხადა კოშტამ.

ამასთან, მისი თქმით, კრემლის მხრიდან არ არსებობს არანაირი სიგნალი იმისა, რომ პუტინი მზადაა ბლოკის რომელიმე წარმომადგენელთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისთვის.

„დიახ, არსებობს [პუტინთან მოლაპარაკების] პოტენციალი, მაგრამ ამ დროისთვის არავის უნახავს ამის რაიმე ნიშანი“, – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

იტვირთბა....