აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სამმა უმაღლესი კლასის ამერიკულმა გამანადგურებელმა წარმატებით გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლი გაუხსნეს, ხომალდებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ” – დონალდ ტრამპი

სამმა უმაღლესი კლასის ამერიკულმა გამანადგურებელმა წარმატებით გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს, ხომალდებს არანაირი დაზიანება არ მიუღიათ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„სამმა უმაღლესი კლასის ამერიკულმა გამანადგურებელმა წარმატებით გადაკვეთა ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს. ამ სამ ხომალდს არანაირი დაზიანება არ მიუღია, მაშინ როცა ირანულ თავდამსხმელებს დიდი ზიანი მიადგათ – ისინი სრულად განადგურდნენ, მათთან ერთად კი არაერთი მცირე ნავი, რომელსაც მათი პრაქტიკულად განადგურებული ფლოტის ჩანაცვლებისთვის იყენებდნენ. ეს ნავები სწრაფად და ეფექტურად ჩაიძირა ზღვაში. ჩვენს გამანადგურებლებს რაკეტები ესროლეს, თუმცა ისინი მარტივად იყო განეიტრალებული. ანალოგიურად, დრონებიც მოემართებოდა, მაგრამ ჰაერში იყო განადგურებული. ისინი თითქოს ლამაზად ეშვებოდა ოკეანეში, თითქმის როგორც პეპელა, რომელიც თავის დასასრულს უახლოვდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

მისივე თქმით, ირანს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.

„ნორმალური ქვეყანა ასეთ შემთხვევაში ამ ხომალდებს გატარების საშუალებას მისცემდა, თუმცა ირანი ნორმალური ქვეყანა არ არის. მათ მართავენ შეშლილები და თუ მათ ექნებოდათ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, ისინი ამას უყოყმანოდ გააკეთებდნენ. მაგრამ მათ ასეთი შესაძლებლობა არასდროს ექნებათ. როგორც დღეს გავანადგურეთ, მომავალში კიდევ უფრო ძლიერად და სასტიკად დავარტყამთ, თუ ისინი სწრაფად არ მოაწერენ ხელს შეთანხმებას. ჩვენი სამი გამანადგურებელი, თავიანთი შესანიშნავი ეკიპაჟებით, ახლა კვლავ შეუერთდებიან ჩვენს საზღვაო ბლოკადას, რომელიც ნამდვილი „ფოლადის კედელია“, – წერს ტრამპი.

იტვირთბა....