აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის შეტევა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე – დრონების თავდასხმა რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა

ირანის შეტევა არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე – თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონების თავდასხმა რამდენიმე ქალაქში დაფიქსირდა

უწყების ცნობით, აღმოჩენილი და განადგურებულია ოთხი დრონი – მათგან სამი ჩამოაგდეს, ხოლო ერთი ზღვაში ჩავარდა. 

Flightradar24-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროებისკენ მიმავალი რამდენიმე რეისი ომანში, მასკატში გადამისამართდა, ხოლო სხვა შემომავალი თვითმფრინავები საუდის არაბეთის თავზე დაფრინავდნენ, რადგან თავდასხმებმა საჰაერო მიმოსვლის ფართომასშტაბიანი შეფერხება გამოიწვია.

შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ეს პირველი თავდასხმაა, მანამდე ირანმა დრონებით დაბომბა ქალაქ ფუჯაირაში – საწვავის საწარმოო ობიექტიც.

იტვირთბა....