აშშ-ს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევით საზღვაო ნავიგაციას საფრთხე ექმნება, – ამის შესახებ ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აცხადებს.
ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, „ჰორმუზის სრუტის ახალი მოცემულობა გამყარების პროცესშია“.
ღალიბაფმა აშშ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„კარგად ვიცით, რომ სტატუს – კვოს გაგრძელება ამერიკისთვის მიუღებელია, მაშინ, როცა ჩვენ ჯერ არც კი დაგვიწყია“, – აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.

