საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, აქედან 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3%-ს ქალები, – ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ”საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა საზოგადოებას მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგების გაცნობისას მოახსენა.
აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 2 122 623 ადამიანი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ 1 591 181 ადამიანი შეადგინა.
აღწერის მონაცემებით, 0-14 წლამდე მოსახლეობა ქვეყნის 18.6% პროცენტია, 15-64 წლის 67.1% და 65 წელს ზემოთ – 14.3%
მოსახლეობის პროცენტული განაწილება ეროვნების მიხედვით: 87% ქართველი, 6% აზერბაიჯანელი, 5% სომეხი, 0.4% ოსი, 1% რუსი, 1% სხვა.
აღწერის მიხედვით, რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით მოსახლეობის მონაცემები ასე გადანაწილდა: 83% მართლმადიდებელი, 11% მუსლიმი, 3% სომხური-სამოციქულო ეკლესია, 1% კათოლიკე, 0.5% არცე რთი, 1% სხვა.
მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.
აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%, 57 ათასი კვ/კმ.
აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.