ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ორი წლის ბავშვმა შემთხვევით გაისროლა და დედა მოკლა

ორი წლის ბიჭმა მანქანით მგზავრობისას იარაღით დედა მოკლა – WISN-TV-ის ცნობით, ინციდენტი გუშინ მოხდა. როგორც 26 წლის გარდაცვლილი გოგოს მამამ განაცხადა, მისი შვილი, პეტრის პრაისი მანქანას მართავდა. ბავშვმა იარაღი უკანა სავარძელზე იპოვა და დედას შემთხვევით ესროლა ზურგში. დაჭრილმა მანქანის გაჩერება შეძლო. პრაისი ადგილზე გარდაიცვალა. მას სამი შვილი დარჩა. – შემთხვევა ვისკონსიის შტატში მოხდა.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა 2012 წლიდან ცდილობს ქვეყანაში იარაღის გაყიდვაზე აკრძალვის დაწესებას, თუმცა, ქვეყნის კონგრესი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 2016 წელს თეთრმა სახლმა იარაღით ვაჭრობაზე რამდენიმე სპეციალური წესი შემოიღო.

წყარო: timer.ge

იტვირთბა....