აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებსა და ბელარუსის მოქალაქეებს, მათ შორის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორ შვილს, სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ახალ სანქციებს, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებული ორგანიზაციების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ზელენსკიმ თავად განაცხადა.

“ხელი მოვაწერე უკრაინის სანქციების კიდევ ერთ პაკეტს – მნიშვნელოვანს – რომლის სამიზნეც ბელარუსული ორგანიზაციებია. ეს ჩვენი მრავალი პარტნიორისთვის სიგნალია იმის შესახებ, თუ სად უნდა განხორციელდეს ზეწოლა ამ ომის მასშტაბისა და ინტენსივობის შესამცირებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბელარუსი უკრაინის წინაღმდეგ ომში არ უნდა ჩაერთოს.

„ბელარუსი ამ ომში არ უნდა ჩაითრიონ. სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ოპერაციები არ უნდა განხორციელდეს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ეს ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქციების სია მოიცავს ბელარუსის 16 მოქალაქეს და 11 ორგანაზაციას, რომლებიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას მხარდაჭერას უწევენ.

დასანქცირებულ მოქალაქეებს შორის არიან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილები, ვიქტორ და დიმიტრი ლუკაშენკოები. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი ჩართულები არიან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის ექსპორტში, ორმაგი დანიშნულების საქონლის მიწოდებასა და ბელარუსის გავლით რეექსპორტში.

იტვირთბა....