აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ეს გასაკვირი არ არის, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად ვპასუხობთ” – ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

„ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, ეს გასაკვირი არ არის, ჩვენ კი მათ ძალიან ძლიერად ვპასუხობთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ოფირ ფალკმა განაცხადა.

მან დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

„„ჰეზბოლამ“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლიბანი მძევლად აიყვანა. ისინი მშვიდობიან მოსახლეობას იღებენ მიზანში, ჩვენ კი „ჰეზბოლას“ ტერორისტებს. ეს არის ჩვენს შორის მთავარი განსხვავება“, – განაცხადა ოფირ ფალკმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....