ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრს 20 ახალი მანქანა შეემატა

რაიონული სამსახურებისთვის გადაცემამდე, ჯანდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში განთავსებული ავტომობილები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დაათვალიერა.

სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანები საქართველოს ყველა რეგიონში დღეიდან განაწილდება. 20 მაღალი გამავლობის სპეც-მანქანა თელავის, გურჯაანის, მცხეთის, წალკის, თეთრიწყაროს, გარდაბნის, კოდის, კასპის, ქარელის, ნინოწმინდის, ცაგერის, ონის,ხარაგაულის, ზესტაფონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქობულეთისა და მარტვილის რაიონებში განაწილდა.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 180 საშუალო და მაღალი გამავლობის ავტომობილი 2014 წელს გადაეცა. 20 ახალი სპეც-მანქანა რეგიონული სასწრაფოსთვის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული წლის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად შეიძინა.

იტვირთბა....