ირაკლი კობახიძის განცხადებით, მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ანაკლიის პორტზეც იქნება საუბარი. ჟურნალისტების კითხვაზე – არსებობს თუ არა კვლავ ინტერესი ჩინური მხარის მიერ პორტის განვითარებაში ინვესტირებაზე, კობახიძე ამბობს, რომ “მოლაპარაკებები გრძელდება”.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სიახლეები უახლოეს მომავალში იქნება – “დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”.
“ახლა, როდესაც ეკონომიკის მინისტრს აქვს ვიზიტი ჩინეთში, ეს დამატებით შეუწყობს ხელს ვაჭრობის განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. რაც შეეხება კონკრეტიკას, ეს კონკრეტიკა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკებები. ყველა თემაზე იქნება საუბარი, მათ შორის, ანაკლიის თემაზეც, ესეც არის ბუნებრივია, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, მოლაპარაკებები გრძელდება
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, უახლოეს მომავალში გექნებათ სიახლეები ანაკლიასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

