საკუთარ ამომრჩეველს ამ უბედურებასა და სრულ აბსურდში აცხოვრებენ, დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს, – ამის შესახებ ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი სანახაობა და ცირკია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლისთვის აწყობენ.
„ჩვენთვის ამ ალიანსის არც შექმნა და არც დაშლა არაფერს წარმოადგენს. ვიცით, ეს ადამიანები რა პოლიტიკურ ძალებს და პოლიტიკოსებს წარმოადგენს. მათ ჰარმონიაში ყოფნა არა მხოლოდ ამ ქვეყანასთან, არამედ საკუთარ თავთანაც არ შეუძლიათ. ამიტომ, ეს დაპირისპირება, ერთმანეთის ჭამა, წინააღმდეგობა, გაერთიანება და დაშლა მათი შინაარსია. სააკაშვილი ამ ბოროტი მანქანის თავს წარმოადგენს. მას ლოგიკურად აქვს სურვილი, რომ მისი როლი გამოიკვეთოს, როგორც ამ ბოროტების სათავე, თუმცა როგორც ჩანს, მას კონკურენტები შიგნითვე ჰყავს, ბოკერია-გვარამიას სახით, რომლებიც თვითმარქვია ლიდერს არ აცლიან, რომ მათ რიგებში რეალური ბელადი იყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბოროტების შემქმნელი და გამწევი ძალა სამართლიანად არის. პრეტენზია აქვს, რომ პირველია. პირველობას არც ერთმანეთს უთმობენ და არც სხვას დაუთმობენ. ამისთვის ერთმანეთსაც დაჭამენ და უფრო უარესსაც იკადრებენ, ვიდრე აქამდე უკადრებიათ. სააკაშვილი მმართველობის ყველა ფორმას გააკრიტიკებს დიქტატურის გარდა, რადგან ეს ერთადერთი ფორმაა, რაც მისი პრეზიდენტობის სახით შექმნა“, – განაცხადა წილოსანმა.

