ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომი ევროპის დასუსტებას იწყებს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით არ მოგვარდება, ის კიდევ უფრო დიდ ზიანს გამოიწვევს.
„ჩვენს რეგიონში ომი ევროპის დასუსტებას იწყებს და თუ ამ სიტუაციას არ მივხედავთ ისეთი მიდგომით, რომელიც პრიორიტეტს მშვიდობას მიანიჭებს, კონფლიქტით გამოწვეული ზიანი გაცილებით დიდი იქნება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანმა ეს განცხადება გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან საუბრისას გააკეთა.

